logo
ENG



მდინარაძე: სააკაშვილს თუ მდივნად დანიშნავენ, ყავის მოდუღებაც არ გამოუვა „პიარშიკების“ გარეშე

06 მაი 202015:30
3 წუთის საკითხავი
 
ptaqz76mwwawr82.png

უკრაინაში, რეფორმების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშნვას პარლამენტის ვიცე სპიკერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება. 

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მუშაობის შედეგია მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი, რომ არ დაიკავა. როგორც მდინარაძემ განმარტა, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ სააკაშვილი კრიმინალია და გარკვეულწილად უკრაინის ხელისუფლებამ ქართული ოცნების ეს რჩევა გაითვლისწინა.

მისივე განცხადებით, თუ სააკაშვილი მრჩევლად, კონსულტანტად ან მდივნად დაინიშნება, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საქმეა.

„სააკაშვილთან დაკავშირებით, მინდა უკრაინის რადას და ჩვენს კოლეგებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რას შემდეგ მათ სიტყვით გამოსვლებთიც გაოიხატა

მოხდა ისე, რომ რადაში მისი კანდიდატურის განხილვა რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე და იმ თანამდებობაზე რაზეც იყო საუბარი არ მოხდა. ვერ დავიბრალებთ ნამდვილად მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი დარწმუნებული ვარ ჩვენი მიმართვებიც იყო, როდესაც ვუთხარით, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლებდა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებაში, რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე.

მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად თუ დანიშნავენ ეს უკვე ნამდვილად აღარ ვიცი, იმიტომ, რომ მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების“ გარეშე.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტი მოიქცა ისე როგორც ნებისმიერი თავმოყვარე პარლამენტი მოიქცეოდა. დღეს და ხვალ რას იზამენ არ ვიცი სადმე თუ გაამწესებენ ჩემი აზრით ეს გაცილებით მეორეხარისხოვანია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.


close დახურვა